Showing posts with label kazbegi. Show all posts
Showing posts with label kazbegi. Show all posts

Tuesday, October 16, 2007

"ფილმობანა"

მარსინელობის შემდეგ, უფრო აზრიან თამაშზე- "ფილმობანაზე" გადავედით, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მომწონს და ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობ:)) ამჯერად რაგაც ვერ შევედი კარგად როლში და არც ისე საინტერესო გამოსვლა მქონდა:)

მარსიანელები გერგეთზე

ორიოდ კვირის წინ, სრულიად შემთხვევით, ყაზბეგში აღმოვჩნდი სოლოს მეგობრეთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დილას სერიოზული "ავილეწეთ" და საბურთალოს ქუჩაზე არსებული მთელი ბარდიულები "დავხსენით", ძალიან მაგარი დღე გამოგვივიდა და კარგად ვიმხიარულეთ. განსაკუთრებით მას მერე რაც გადავრჩით და თან გავიგეთ, რომ მანქანა რამდენიმე დღის წინ იყო დაზღვეული....
სულ მაინტერესებდა როგორ ხდებოდა და რა შეგრძნებებს იწვევდა ავარია, ხოდა დავიკმაყოფილე როგორც იქნა ცნობისმოყვარეობა:)) არ შემშინებია, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური გრძნობა იყო. კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ გადარჩენის რეფლექსი საერთოდ არ გამაჩნია და სიკვდილს პანიკის და ხელის განძრევის (პირდაპირი გაგებით) გარეშე ვხვდები:)
გერგეთზე ფეხით ავედით (თუ ავფორთხდით) , ყველაფერი მოვიარეთ, დავლიეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ ბავშვობა გაგვეხსენებინა და რამე გვეთამაშა. რომელიღაცამ უნიკალური თამაში- "მარსიანელობა" შემოგვთავაზა, რომელიც რატომღაც თითქმის არავინ იცოდა და ერთხმად დავუჭირეთ მხარი:)) თამაშის წესები მარტივია და მიმაგრებული ვიდეოდანაც გაარკვევთ. კაცურად, მითხარით ვინმეს თუ გითამაშიათ, ან გაგიგიათ მაინც ამაზე კრეტინული თამაში?:))
დაცინვას ველოდები კომენტებში, არ მოგერიდოთ:)))