Thursday, April 26, 2007

დირექტორების კონკურსის გამოცდის შედევრები №2

  • თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა.
  • მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ (დავალებაში იყო, რომ წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა)
  • ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის
  • დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს
  • უკეთესი ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ ვეძებთ გზებს და ....
  • ფიზიკა, ქიმია და ბილოგია პრიორიტეტულია მხოლოდ დაწყებით კლასებში
  • ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით
  • სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით
  • სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა?
  • მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი
  • ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი
  • სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას
  • თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში
  • ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები
  • მოვაწყვეთ ”ვალენტინობა - სიყვარულის დღე”, რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები
  • ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან
  • წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება.
  • გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ.
  • ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა
  • ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული
  • ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს
  • მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა
  • ბავშვებს გადაეცა ტკბილეული. მართალია მეორეადი, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში
  • სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით
  • ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები
  • ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია ვიდრე ზემოთ (უკაცრავად)
  • მე ვთვლი, რომ ჩვენს სკოლას კოსმეტიკური კი არა ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება
  • თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები
  • ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს
  • ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, რურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ
  • სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა
  • სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია
  • ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და სულ დაავიწყდა პროგრამა

No comments: