Wednesday, April 25, 2007

და მე და ზღვა






როგორც იქნა დავამთხვიეთ 2 დასვენების დღე ყველამ ერთად და იქიდან გამომდინარე რომ ასეთი რამ 2 წლის მანძილზე პირველად მოხდა გადავწყვიტეთ ზღვაზე წავსულიყავით, მერე რა რომ მხოლოდ 2 დღე გვქონდა და ჯერ არც სეზონი იყო დაწყებული და არც ბუნგალოები იყო გახსნილი (და საერთოდ აშენებულიც კი) და მერე რა რომ როგორც შემდეგ გაირკვა არც სხვა დამსვენებელი ჭაჭანებდა მთელს ქობულეთში.. ჩვენ ხომ ზუსტად ასეთი დასვენება გვინდოდა, არავითარი ზედმეტი ხალხი, მხოლოდ ჩვენ, ზღვა, და ცოტა რბილი ქვები დასაძინებლად....:)
სამსახურიდან ადრე გამოვიპარე და მთელი 1 დღის დასაზოგად ღამის მატარებლით წავედით. ჩავედით თუ არა გაწვიმდა, მაგრამ დასვენებას მონატრებულები მაინც ეგრევე ზღვაზე გავედით, კატია საცურაოდ, მე არ ვიცი რისთვის, როგორც ჩანს დასაძინებლად:) პირველად ვნახე ასეთი პლაჟი ქობულეთში, არავითარი სიმინდის და მზესუმზირის ნარჩენები და საოცრად ძილის მომგვრელი ქვები:) მთელი დღე ბომჟივით მეძინა პლაჟზე, მოგვიანებით კატიაც შემომიერთდა... და ასე დავისვენეთ 2 დღე :) როგორც სურათიდან ჩანს მეორე დღეს მზე გამოსულა და საშინლად დავიწვით ტანსაცმლის ფორმაზე.... :)

1 comment:

JustABlaBlaGirl said...

დავაკვირდეთ მეორე სურათში ფერთა შეხამებას:)))