Sunday, September 23, 2007
Happy Chocolate Day!
რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ 23 სექტემბერს, სავარაუდოდ ფანებს, შოკოლადის დღე დაუწესებიათ. რა თქმა უნდა ეს არ ატარებს არანაირ ოფიციალურ სახეს, მაგრამ მე, როგორც შოკოლადის ფანკლუბის წარმომადგენელი სიამოვნებით აღვნიშნავ ამ "დღესასწაულს". ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე მოვიძიო მცირედი ინფორმაცია და მოგაწოდოთ მათ, ვისაც ეს აინტერესებს (დარწმუნებული ვარ ასეთი ბევრია ჩემს "სანაცნობოში":)) იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრისთვის დიდი დროის დათმობა (რომელიმე ენიდან გადმოთარგმნა) ძალიან მეზარება და თან დიდ სისულელედ მიმაჩნია, ვიყენებ მხოლოდ ქართულ მასალას, რაც თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს ინფორმაციის სიზუსტეს.
შოკოლადის ისტორია №1
ქრისტეფორე კოლუმბმა თავისი ბოლო მოგზაურობისას ევროპაში ახალი ქვეყნის აბორიგენების დიდი ნავი ჩამოიტანა, რომელიც ინდიელების სამკაულებითა და საკვები პროდუქტებით იყო სავსე. მათ შორის პატარა მარცვლებით სავსე ქოთანიც იყო, რომელსაც კოლუმბმა ყურადღება არც კი მიაქცია. ეს იყო კაკაო. ამ მცენარეს პირველად ყურადღება სხვა დამპყრობელმა–კორტესმა მიაქცია, რომელსაც აცტეკების მბრძანებელმა, მონტესუმამ, სასახლეში გამართულ ნადიმზე გაასინჯა მუქი ფერისა და მწარე გემოს მქონე, საოცრად მატონიზირებელი სასმელი ”კაკახუატლი”. ინდიელების ენაზე ეს სიტყვა ”ცხელ სასმელს” ნიშნავს.
ასე გაიცნო ევროპამ კაკაოს ხის მარცვლები, ცოტა ხანში კი ფრანგებმა მათგან დამზადებულ სასმელს ლამაზი სახელი - ”შოკოლადი” დაარქვეს. შოკოლადის ფილების დამზადება ევროპაში მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს, ნაღების შოკოლადი კი პირველად 1875 წელს დაამზადა ანრი ნესტლემ.
მოკლედ, ამერიკამ მსოფლიოს უამრავ სიმდიდრესთან ერთად ეს უნიკალური პროდუქტიც აჩუქა და კიდევ საკითხავია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის–ოკეანის გაღმიდან ჩამოზიდული უამრავი ოქრო–ვერცხლი, თუ ეს პაწაწინა თესლები.
შოკოლადის ისტორია №2 (ვიკიპედიისეული ვარიანტი, რომლითაც უნდა აღინიშნოს, რომ დიდად აღფრთოვანებული არ ვარ)
შოკოლადი ჯერ კიდევ 2600 წლის წინ პოვებს თავის ადგილს მაიას ტომელთა გულებში. სიტყვა შოკოლადი კი აცკეტების ენა ”ნაჰაულტი”-დან მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით მწარე წყალს ნიშნავს. შოკოლადი თავიდანვე წარმოადგენდა ფუფუნების საგანს და ხშირად გამოიყენებოდა როგორც მიმოქცევის საშუალებად, ანუ ფულად ერთეულად მეზოამერიკულ ერაში. დღეისათვის კი, კაკაოს მსოფლიო წარმოების 2/3 მოდის დასავლეთ აფრიკის ქვეყნებზე, ძირითადად, კი კოტ-დივუარზე, ანუ სპილოს ძვლის სანაპიროზე. ფასი კი ერთ ტონაზე შეიძლება მერყეობდეს 500-დან 3000 ფუნტ სტერლინგამდე. თვით შოკოლადი მზადდება კაკაოს ხის ნაყოფისაგან. ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა კაკაოს მარცვლების და თვით შოკოლადის, როგორც პროდუქტის გავრცელება ამერიკის წვიმიანი ტყეებიდან მთელ მსოფლიოში და თვით აფრიკაშიც, მრავალია. პირველი შოკოლადი მიიღებოდა დაფქვილი კაკაოს მარცვლების წყალში გახსნით. თანდათნ კი ამ სითხეს დაუმატეს სხვადასხვა სანელებლები, მაგ: ვანილი და თვით ცხარე წიწაკაც კი. ევროპაში კაკაოს მარცვლების გავრცელება მოხდა ესპანელ კონკისკადორთა მეშვეობით, სადაც კიდევ უფრო დაფასებულ იქნა შოკოლადი, მისი გემოვნური მახასიათებლები და გამდიდრებული და გამრავალფეროვნებული იქნა სხვადასხვა რეცეპტურის მიხედვით.
კაკაოს სახეობები
შოკოლადის დასამზადებლი ძირითადი მასალა კაკაოს მარცვლებია, რომლის სახეობაზეც არის დამოკიდებული შოკოლადის ხარისხი და ფასი. სულ სამი სახეობის კაკაო გამოიყენება შოკოლადის საწარმოებლად: კრიოლო, ფორასტერო და ტრინიტარიო.
კრიოლო - გავრცელებულია კარიბიის კუნძულებზე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული კაკაო. კრიოლოს ჯიშის კაკაოს ხე ხასიათდება ნელი ზრდის ტემპითა და მოსავლის სიმცირით. ნაყოფს კი ახასიათებს დახვეწილი ზედა არომატი, თუმცა კლასიკური შოკოლადისთვის მაინც სუსტად გამოხატულია იგი, ამიტომ კაკაოს ამ სახეობაში მისი მეორე ნოტები უფრო ფასობს, რადგან ის არომატის ქვედა ფენების ხანგძლივობით ხასიათდება.
ფორასტერო- ამ სახელით მრავალი ველური და კულტივირებული კაკაოს სახეობაა ცნობილი, რომელთა სამშობლოც ამაზონის აუზია. აფრიკული კაკაოს ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ სახეობის კაკაოზე მოდის. ამ სახეობას ახასიათებს კლასიკური შოკოლადისთვის დამახასიათებელი მდიდარი პირველადი, მაგრამ ხანმოკლე არომატი. შესაბამისად არ ახასიათებს არომატის ქვედა ფენებიც, ანუ მეორადი არომატი. თუმცა ამ ჯიშში გამოირჩევა ქვეჯიშებიც, მაგალითდ, ”ნაციონალი” და ”არიბა”, რომელთა სრული კომპლექსიც მაღალ ხარისხოვანია.
ტრინიტარიო- ეს არის კრიოლოსა და ფორესტეროს ნატურალური ჰიბრიდი, რომელიც მიღებული იქნა ტრინიდადში. კერძოდ, შეჯვარება მოხდა კრიოლოსა და ფორესტერო-ამელონადოს ჯიშების. კაკაოს ამ სახეობას კომპლექსურად ახასიათებს წინა ორი სახეობის არომატული მახასიათებლები.
შოკოლადის ისტორია №3 or smth like that
2006 წლის 8 ივლისს ევროკავშირმა შოკოლადის დღე აღნიშნა. პირველად ევროპაში შოკოლადი 1550 წლის 7 ივლისს ჩამოიტანეს ესპანელმა მეზღვაურებმა. ჩვენთვის ჩვეული სახით იგი მხოლოდ 1847 წელს გაჩნდა ჰოლანდიაში, ხოლო რძიანი შოკოლადი კიდევ უფრო გვიან - 1875 წლიდანაა ცნობილი. შავი, რძიანი, მწარე, თხილითა და ქიშმიშით, შოკოლადის ფილა თუ ცხელი სურნელოვანი სასმელი, ტორტი თუ კრემი, მუსი თუ ნაყინი ... ასეთი მრავალფეროვნებისაგან შეიძლება თავბრუ დაგეხვეს ადამიანს და ეს მაინც არ ამოწურავს შოკოლადის გამოყენების სფეროს. გარდა იმის, რომ შოკოლადი უნიკალური თვისებების მატარებელია, იგი თავისი მრავალსახეობითა და ფერების გამით კონდიტრის ფანტაზიას ფრთებს ასხამს. ამ ფერების, გემოსა და სურნელების ფეიერვერკს მართლაც ძალუძს დიდსა თუ პატარას ზებუნებრივი სიამოვნება მოჰგვაროს...
მცირედი არც თუ ისე უსარგებლო ინფორმაცია შოკოლადის ზემოქმედების შესახებ
საუკუნეების წინ შოკოლადი ითვლებოდა იდეალურ მედიკამენტად სხვადასხვა დაავადებისთვის. შუასაუკუნეებში ექიმები მას ურჩევდნენ კუჭისა და გულის მუშაობისა და საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის. შოკოლადით მკურნალობდნენ ტუბერკულოზს, ანემიას, პოდაგრას, ასევე იყენებდნენ მას სიცხის დასაწევად.
დღესდღეობით ბევრი სპეციალისტი გვირჩევს ყავის ნაცვლათ შავი შოკოლადის გამოყენებას. ისინი თვლიან, რომ შოკოლადი უფრო სასარგებლოა გულისთვის, ვიდრე შავი ღვინო, ჩაი ან ვაშლი. იგი ამცირებს თრომბების წარმოშობის ალბათობას და იწვევს სისხლის წნევის სტაბილიზაციას.
ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ 40გ შავი შოკოლადი მოქმედებს ერთი ჭიქა შავი ღვინის ანალოგიურად. შაქრის მცირე შემცველობის მქონე შავი შოკოლადის კვირაში 3-4-ჯერ მიღება მნიშვნელოვნად ზრდის სისხლძარღვთა განვლადობას, ეწინააღმდეგება მათ შევიწროებას და ამცირებს თრომბების განვითარების რისკს.
შოკოლადი შეიცავს ფსიქოაქტიურ შენაერთებს რომლებიც განაპირობებენ ადამიანის კარგ განწყობაზე დაყენებას. ცნობილია როგორც - "good feeling food"
tetrahydrocannabinol -- სხვათაშორის ეს ხიმიკალი შედის ასევე მარიხუანას შემადგენლობაშიც. ბუნებრივია ზემოქმედება აქვს იგივე:D
ასევე ცხელი შოკოლადი ცნობილია როგორც სიყვარულის კოქტეილი (პირველად მესმის)
შოკოლადთან ასოცირებული მტკივნეული კითხვები:)
შოკოლადი ადამიანს ასუქებს?!—მართალია შოკოლადი საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ამის მიზეზი ძირითადად რძე და გლუკოზაა.
შოკოლადი ენერგიის წყაროა—სრული სიმართლეა. ცხიმები და შაქრები, რომლებსაც შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროებია. ასევე ნერვული სისტემისთვის არის ძალიან კარგი.
შოკოლადი სტიმულატორია—შოკოლადის შემადგენლობაში შედის კოფეინი და თეობრომინი, რომლებიც მსუბუქად ასტიმულირებენ გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას.
შოკოლადში ბევრი კოფეინია?—არ არის მართალი. სინამდვილეში, ერთი ფილა შოკოლადი მხოლოდ 30 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, მაშინ როცა ერთი ფინჯანი ყავა 180 მილიგრამ კოფეინს.
შოკოლადი აღაგზნებს—შოკოლადის მატონიზირებელი მოქმედება ჯერ კიდევ მისმა აღმომჩენელებმა-ძველმა აცტეკებმა შეამჩნიეს. ასე რომ, ძილის წინ შოკოლადის ჭამა არ უნდა იყოს მთლად სასარგებლო
შოკოლადი ნარკოტიკოია?— არ არის მართალი. თეობრომინი და კოფეინი იმდენად ცოტაა , რომ ვერაფრით ვერ გამოიწვევს მყარი მიჩვევის ჩამოყალიბებას, თუ ყოველ დღე 500 გრ. შოკოლადს არ შეჭამ. რაც შეეხება სხვა ნარკოტიკის მსგავს ცნივთიერებებს-კანაბინოიდებს, ისინი შოკოლადში ისე ცოტაა, რომ ნარკოტიკული ეფექტის მისაღებად 55 ფილა შოკოლადის მიღებაა საჭირო. ის ადამიანები რომლებიც ვერ ძლებენ შოლოლადის გარეშე , ფიზიკურად კი არ არიან მიჩვეიულები, არამედ მხოლოდ ფსიქოლოგიურად (!) :D
და ბოლოს, როგორც ჩანს ზოგიერთი ადამიანი, იმდენად არის დამოკიდებული შოკოლადზე, რომ სიზმარშიც კი ნახულობს.. და რა თქმა უნდა მათზეც იფიქრა ვიღაცამ:)
შოკოლადის ფილა სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებს ღირსეულ ცხოვრებას შეუქმნით. შოკოლადის კანფეტები კარგი ნიშანია: თქვენ საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან. ძველი შოკოლადები ჯანმრთელობის შერყევას მოასწავებს. თუ სიზმარში ცხელ შოკოლადს სვამთ, დარდები ჩამოგშორდებათ და ცხოვრება უკეთესობისაკენ შემობრუნდება.
ვფიქრობ მე ამოვწურე ჩემს ხელთ (თუ კომპიუტერთ) არსებული რესურსები. თუ ეს ყველაფერი ბოლომდე წაიკითხეთ და მაინც გაგიჩნდათ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების სურვილი ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ, მეე ჩემდა თავააად აღარაფრის მომძენი აღარ ვარ:D
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment