Wednesday, May 30, 2007

yvelaze grdzeli posti :P

e.i. rogorc savaraudod mixvdit me isev potshi var da isev net kafeshi, magram dzalian daglili var da mezareba ramis dacera, ubralod gatyobinebt, rom isev cocxali da isev iseti sayvareli var:D

Thursday, May 24, 2007

გაგრძელება :)

სუფთა ფოთელი კომპია რაააა, გამიჭედა- მეტს აღარ დაგაპოსტინებო:D
ხოდაა ვაგრძელებ.. მოკლედ აღმოჩნდა, რომ 7 ივნისს ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშება იწყება და მერე ალბათ იქნება ბლიც-ტურნირები, ხოდა იმ დროისთვის თუ კიდევ მეღირსა გადმოსვლა უნდა ვითამაშო. თამუნა, ნინო, იცით ვინ ჩამოდის? ჩემი ბავშვობის სიყვარული- ტიგრანა, გახსოვთ დარწმუნებული ვარ:DDDD იმ კაცმა გამომიცხადა შეიძლება თქვენს სასტუმროში განვათავსოთ მონაწილეებიო, ხოდა ჩაიწერა მერე ჩემი N, დაგირეკავთ და გეტყვით ზუსტად, ვინ , როდის და რამდენი ხნით იქნებაო:) ეჭვი მაქვს გადავალ ხოლმე:) ამ დღეებში პორტისკენ მინდა წასვლა, კიდევ 1 მუზეუმი ყოფილა იქით, ხოდა მოგწერეთ ისევ.. ოღონდ არ შეიმჩნიოთ ჩემი პოსტები, დროის სიმცირის გამო უაზროდ ვწერ და მერე ნერვები მეშლება, ეს რამ დამაწერინა მეთქი:D anyway, ჯერჯერობით ამას დაკმაყოფილდით და დაივიწყებთ რა საყვარელი ვიყავი:D
ხო მართლა, რაც შეეხება ჩემს აქაურ ყოფას.. რაღაცნაირად უცნაურად კარგად ვარ, სამსახურს მალე მივეჩვიე, არ გამჭირვებია, staff-საც ნუუუ ვეჩვევი რააა:D დღეს გეგმა უნდა შევიმუშავო, თუ როგორ შევაპარო მზარეულებს, რომ ჩემი ჭიქით მინდა ყავის დალევა, ისე რომ არ ეწყინოთ:D 1 დამღუპველი ინფრომაცია- შეფ-მზარეული (25იოდ წლის ვაჟი) საეჭვოდ მანებივრებს, დღეში 3ჯერ მეკითხება რას მიირთმევო და გარბის და მიმზადებს.. კიდევ ეგ მინდოდა მე? ისედაც მაკა დამემართა და ქრონიკული შიმშილი მაქვს:D მოკლედ მალე ალბათ ზღვაზე აღარ გავისველი:D
კიდევ რა მოგწეროთ? ცხელ ტვინზე მეტი არაფერი მახსენდება, არა და უნდა გავიდე უკვე, თორემ პირველად ვარ ფოთში მარტო (და მეორედ არა მარტო) ხოდა სათითაოდ მირეკავს ყველა თანამშრომელი- ხომ არ დაიკარგე, სად ხარ აქამდეო:) არა და აქეთ რომ მოვდიოდი რამდენი "სამარაზმე" რაღაცები ვნახე, მაგრა, ვიფიქრე უკან დაბრუნებისას გადავიღებ მეთქი, საბლოგედ.. აშკარად ვეღარ ვასწრებ:( მოკლედ ახლა მე, მშობლიურ ცივ ქვეყნებში, ვინც არ იცით გეტყვით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის ფიჭვნარი და აქედან გამომდინარე მაგარი სიგრილე, შეგშურდეთ:D ხოლო ვისაც გშურთ ჩამობრძანდით, ივნისში უკვე შევსებულია მთელი სასტუმრო, ასე რომ დროზე მოიფიქრეთ:)
მოკლედ მართლა წავედი .. მობილით yahoo messengershi შემოსვლა დავამუღამე გუშინ და იქ შეგხვდებით აწი ყოველ ღამე:) თუ რამეა მომწერე, ფოსტას ვამოწმებ ხოლმე:)

Ghello 2 :)

როგორც შეგპირდით, ისევ გადმოვედი ფოთში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო მაქვს და ვერაფერსაც ვერ მოგიყვებით:D
დღეს მარტო გადმოვედი და გადავწყვიტე ფეხით შემომევლო და დამეთვალიერებინა ფოთის ღირსშესანიშნაობები. მეტი რა საქმე მაქვ? ჩამოვივლი ნელნელა ყველაფერს და დავათვალიერებ:) ვისაც არ ვკითხე (ფოთელ ნაშებს ვგულისხმობ:D) ყველამ მიპასუხა, რომ ფოთში არაფერია სანახავიო, ხოდა გადავწყვიტე თავად ჩამეტარებინა კვლევა-ძიება:D ხოდა დგეს 1 მუზეუმი ვიპოვე, ბრინჯაოს ხანაში ამოღებული არქეოლოგიური ჯამ-ჭურჭლეულობით:D 500 ოთახი შემომატარა გიდმა, საქართველოს ისტორიაც მომიყვა თავიდან ბოლომდე და მსოფლიოზე დააპირა გადასვლა, რომ გამოვძვერი:) ბოლოს რომ ვკითხე რამდენი მოგართვათთქო, რა სისულელეა, არაფერიო..:)) არა და რას არ ვფიქრობდი მეგრელებზე:D (მარი, calm down:D) მოკლედ სადაც არ წავედი ძალიან კეთილგანწყობილი ხალხი დამხვდა, ეტყობა მე რომ ვარ ასეთი საყვარელი მაგიტომ, არა?:D ხოო კიდევ ბიდალში, სრულიად შემთხვევით, ფოთის ჭადრაკის სასახლეს-"ნანას" გადავაწყდი.. ხოდა შევიარე და ველაპარაკე ვიღაც კაცს, რომელიც კაცმა არ იცის ვინ იყო და რას აკეტებდა იქ:) იმანაც აშკარად იგივე იფიქრა, რომ შემომხედა:) ხოდა რა გნებავთ, ვინმეს ეძებთო? ყოფილი მოჭადრაკე ვარ და მაინტერესებდა ბლიც-ტურნირები თუ ტარდება ხოლმე, გრიგოლეთში ვიქნები მთელი ზაფხული და გადმოვიდოდი სათამაშოდთქო. ხოდა აღმოჩნდა, რომ

Tuesday, May 22, 2007

Ghello ფოთიდან! :)

დედა, მამა და მეგობრებო, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!:)
უპირველეს ყოვლისა წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სერიოზული გასოფლელების ტენდენციებს ვამჩნევ უკვე ჩემში და თუ რამე არც ისე გამართული ქართულით დავწერე, არ შეიმჩნიოთ და დიდსულოვნად მომიტევეთ:)
ე.ი. რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ბოლო პოსტის მერე: დილას ადრე გავედი გავედი, მძღოლს გადავუხადე და მოველაპარაკე, რომ სასტუმრომდე უნდა მივეყვანე და დამშვიდებულმა მოვიწყინე. შემდეგი სცენა- 5 საათია, ვიყურები ფანჯრიდან, კვლავ მოწყენილი და უკვე დაღლილიც და ვხედავ როგორ ჩავუარეთ "გადახაზულ" გრიგოლეთს... მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი ფრიად ნერვიული კაცი გახლდათ, გადავწყვიტე მაინც გამერისკა და მეკითხა- უკაცრავად, შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდათ გრიგოლეთში რომ უნდა მიმიყვანოთ მეთქი.. -რა გრიგოლეთი, მე ურეკი გავიგეო, შემომიბღვირა..(“ხომ არ გაჯრიალებს გამოხედვით”) ნუუ მესმის პრინციპში, ძალიან გავს და რთულია არ აგერიოს:D ხოდა ამხელა ბარგით (4 თვის მარაგი, ანუ მთელი ჩემი ოთახი მქონდა წაღებული) ასე ხომ არ ჩაგაგდებ მარშუტკიდანო (კეთილგანწყობა გამოიჩინა), ურეკში გაჩEრებაზე დაგტოვებ და ფოთის მარშუტკას გაყევი, ოღონდ ყურადღებით იყავი, არ გაცდე და ამჯერად ფოთში არ ამოყო თავიო.. (უკომენტაროდ:)) გავბრაზდი, მაგრამ გამახსენდა რომ სულ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი (ვიგაცების საყურადღებოდ:D) და გავანებე თავი, მაინც არაფერი ეშველებოდა. მერე ღიპიანი ტაქსის მძღოლი ბიძია შეეცადა ხუთმაგის გამოძალვას და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიე “ანდამატს”. ეზოში მდგომი შეფ-მზარეული ჯაააან nice აღმოჩნდა და ჩემი "ფინური კოტეჯი" სასტუმრომდე მიმაგორებინა,სადაც ნიაზი, მენეჯერი და დირექტორი მელოდნენ..
აღმოჩნდა, რომ სასტუმრო მართლა ძალიან საყვარელია. გარედან საკმაოდ დიდი ჩანს, მაგრამ სულ 33 ნომერია: 3 ლუქსი, 6 ნახევრად ლუქსი და 24 სტანდარტული ნომრისაგან შედგება (აქედან 1 მეპატრონეს აქვს მთელი წელი დაკეტილი, 1 დირექტორს და 1შიც მე და ჩემი მომავალი მენეჯერი ქალი დავსახლდით:)) ყველა ნომერს აქვს აივანი, რომელიც ქღვის მხარეს გადადის. კომპლექსის ტერიტორია 2,5 ჰა-ს შეადგენს. სასტუმროს აქვს საკონფერენციო დარბაზი, შემოსაქღვრული პლაჟი, საცურაო აუზი (
ჩვეულებრივი და საბავშვო), ჩოგბურთის კორტი, მაგიდის ტენისი, პლაჟის ფრენბურთი, წყლის ტრანსპორტი (სკუტერი, ბანანი და არ მახსოვს კიდევ რა:)), საბავშვო გასართობი მოედანი, ანიმატორები, დისკოთეკა, 2 ბარი, 2 რესტორანი, ბუნგალო ქღვის პირას და ა.შ და ა.შ.
მოკლედ დაგვირეკეთ და ახლავე შეგვიკვეთეთ ლუქსი სულ რაღა 500 ლარად, მხოლოდ ჩვენთან (გარანტირებულად:D)
ხოო ეს რაც შეეხებოდა სასტუმროს.. გადავდივარ staff-ზე.. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ თბილისიდან მხოლოდ მე, ნიაზი და დირექტორი ვართ, დანარჩენ Staff-ს ფოთის და გურიის “ნაშობა” შეადგენს:D აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს ფოთური, ან საუკეთესო შემთხვევაში გურული აქცენტით და ბოლოში ყველა სიტყვას უმატებენ “ი”-ს. ჩემმა მენეჯერმა, მაიკომ, რომელიც თუ არ ვცდები ბათუმელია, გაიგო თუ არა, რომ არა მწეველი ვარ პატივისცემის ნიშნად თავისი ნომერი გამიზიარა.. არა და გახსოვთ რა წიკებიანი ვიყავი?! პრინციპში რა დაგავიწყებთ:)) ახლა კი მაიკოსთან ერთადაც უპრობლემოდ ვცხოვრობ, საჯარო ჭურჭლითაც მშვენივრად ვიკვებები (დაჟე არც ვწმინდავ) და საერთოდ .. მალე თი არ წამიყვანთ აქედან ჩვეულებრივი გრუზინი გოგოშკა- ნანაი გავხდები:)) მომსახურებას ვერაფრით ვეგუები, შერატონის მერე ხომ იცით როგორც მაღიზიანებს საშინელი და უყურადღებო პერსონალი, თან აღმოჩნდა, რომ მენეჯმენტის გარდა, მთელი პერსონალის გაკონროლებაც ჩემს მოვალეობებში შედის, ეს კი ყველაზე რთულია- გააკონტროლო ხალხი, რომელიც უკონტროლოა და თან შენს ენაზე არ ლაპარაკობს, მითუმეტეს მასჰინ, როცა ასე მეზიზღება ბრძანებების გაცემა. საბედნიეროდ, როგორც ყოველთვის პერსონალის მოწიწება და სიყვარული დავიმსახურე და ცდილობენ მაქსიმალურად მასიამოვნონ, ვოოტ:D კიდევ შევიტყვე, რომ 2 დგეში ერთხელ კი ვმუშაობ, მაგრამ თურმე დილის 11-დან მეორე დილის 11მდე, მართალია სადღაც 2-დან 7-მდე შემიძლია დაძინება, მაგრამ მაინც.. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ჩამოსვლის მერე შევიტყვე, ჩემი პირველი მორიგეობის დღეს:D მოკლედ, როგორც ყოველთვის, გამოუსწორებელი ოპტიმიზმისდა გამო ფრუსტრირებული ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც სამსახურებრივ, ისე "წიკობრივ" დარგში, ძალიან კარგი გამოცდილება იქნება და არსადაც არ ვაპირებ გაქცევას. არა რაა, აშკარად მართლა დამღუპავს ეს ჩEმი ოპტიმიზმი:D ხო, კიდევ 1 უუუუდიდელი მინუსი- სასტუმროში არ გვაქვს ინტერნეტი, სასტუმროში კი არა, საერთოდ გრიგოლეთში.. რაღაც მომენტში შეიძლება ამაშიც დაინახო ადამიანმა რაღაც დადებითი, დავისვენებ ცოტას კომპიუტერისგან ოზონის ხვრელსაც დავაპატარავებ 3-4 თვით:D როცა ძალიან მოვიწყენ ფოთში გადმოვალ ხოლმე, უკვე აღმოვაჩინე 1 ნეტ კაფე საიდანაც ახლა ვპოსტავ. ამ დღეებში სურათებსაც გადავიღებ და დავდებ ბლოგზე, ჯერ ვერ მოვასწარი. ჩვენი (ადმინისტრაციის) კომპი სიმბოლურად იდგა და მხოლოდ კარტის სატამაშოდ გამოიყენებოდა, ხოდა გადავწყვიტე ცოტა გამეხალისებინა და ცწერ ნელნელა რაღაცებს, ოღინდ ნიაზის გარდა არავინ იცის ჯერ:) გუშინ ჩემი Canon-ის საინსტალაციო დისკებიც აღმოვაჩინე შემთხვევით ჩემს ჩემოდანში:))) ხოდა მივაინსტალირე ეგეც რომელიღაც ბნელ კუნჭულში, აქ მაინც არავის არაფერი გაეგება კომპის..:D ხოდა გადავიღებ ოდესმე სურათებს, შევყრი კომპში, გადმოვწერ usb-ზე და დავბლოგავ ფოთის რომელიმე ნეტ კაფიდან:D და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის მეგობრებო:D
უფრო ვრცლად მინდოდა დამეწერა, მაგრამ დღეს თანამშრომელს გადმოვყევი ფოთში და უკვე მომაკითხა ცავიდეთო:( ახლო მომავალში მარტო გადმოვალ ალბათ, უფრო დიდი ხნით, მომენატრა რაღაც დაკარგვა/თავგადასავლები:D
მოკლედ, დროებით ხალხ და ჩამოდიიიით რააა გრიგოლეთში:D

Friday, May 18, 2007

"დამშვიდობება party"

ქალებო, დგეს, სადღაც საღამოს 8-ის მერე , "დამშვიდობება party" კანაპეში (პავლოვის), მასაც ხომ უნდა დავემშვიდობო?!:D მე როგორც ქვემოთ აღვნიშნე გუშინ არაფერზე მიზრუნია და დღეს ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, ხოდა თუ დამაგვიანდა არ ინერვიულოთ:D

P.S. გუშინ, playboy-ს პრეზენტაციაზე რომ ვიყავი night office-ში იცით?:D დეტალები კანაპეში:)) როგორც ერთმა ჩემმა ახალმა ნაცნობმა აღნიშნა- ამაღლებას ამაღლებულად შევხვდი:D

Thursday, May 17, 2007

მივდივარ..

დღეს დილას AmCham-ში ვიყავი მისული და "მოთმინებით" ველოდი შესვენების დამთავრებას, რომ ნიაზმა დამირეკა და სამსახური შემომთავაზა გრიგოლეთში, ნუუ ჯააან მაგარ სასტუმროში, ადმინისტრატორად:) თავიდან ძალიან აღვფრთოვანდი, ეს ხომ დაახლოებით ის იყო რაც მინდოდა, თბილისიდან შორს, ცხოვრება და კვება იმათი, ხელფასი- ჩემი:) ნუ ხელფასი დიდად გასაგიჟებელი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეგამოშვებით უნდა ვიმუშავო და თან 4 თვე ზღვაზე უნდა ვიყო მგონი ცუდი არ უნდა იყოს.. მოკლედ დავიკიდე AmCham და საერთოდ ყველაფერი და დავთანხმდი, თუ გინდა ახლავე ჩავბარგდები და წამოვალ მეთქი.. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი იუმორი კიდევ ერთხელ ვერ გაიგეს და ხვალ ღამე მივდივარ..:))
საერთოდ ძალიან მიყვარს უკიდურესობები და სასიამოვნო მოულოდნელობები, მაგრამ ეს რაღაც ძალიან მოულოდნელად მოხდა და ვერ ვხვდები საიდან დავიწყო მზადება, ასე რომ გადავწყვიტე საერთოდ არ გავემზადო:)
Shit, მგონი უკვე დამეწყო ნოსტალგიები, არადა მე ხომ ყველაზე გულქვა, ცინიკოსი და არასენტიმენტალური ადამიანი ვარ:D
ხალხოო, ჩამოდით რაა გრიგოლეთში:))

P.S. სახლში არ მითქვამს ჯერ და იმედია "გამიშვებენ":D

და ისევ მარაზმები..