როგორც შეგპირდით, ისევ გადმოვედი ფოთში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო მაქვს და ვერაფერსაც ვერ მოგიყვებით:D
დღეს მარტო გადმოვედი და გადავწყვიტე ფეხით შემომევლო და დამეთვალიერებინა ფოთის ღირსშესანიშნაობები. მეტი რა საქმე მაქვ? ჩამოვივლი ნელნელა ყველაფერს და დავათვალიერებ:) ვისაც არ ვკითხე (ფოთელ ნაშებს ვგულისხმობ:D) ყველამ მიპასუხა, რომ ფოთში არაფერია სანახავიო, ხოდა გადავწყვიტე თავად ჩამეტარებინა კვლევა-ძიება:D ხოდა დგეს 1 მუზეუმი ვიპოვე, ბრინჯაოს ხანაში ამოღებული არქეოლოგიური ჯამ-ჭურჭლეულობით:D 500 ოთახი შემომატარა გიდმა, საქართველოს ისტორიაც მომიყვა თავიდან ბოლომდე და მსოფლიოზე დააპირა გადასვლა, რომ გამოვძვერი:) ბოლოს რომ ვკითხე რამდენი მოგართვათთქო, რა სისულელეა, არაფერიო..:)) არა და რას არ ვფიქრობდი მეგრელებზე:D (მარი, calm down:D) მოკლედ სადაც არ წავედი ძალიან კეთილგანწყობილი ხალხი დამხვდა, ეტყობა მე რომ ვარ ასეთი საყვარელი მაგიტომ, არა?:D ხოო კიდევ ბიდალში, სრულიად შემთხვევით, ფოთის ჭადრაკის სასახლეს-"ნანას" გადავაწყდი.. ხოდა შევიარე და ველაპარაკე ვიღაც კაცს, რომელიც კაცმა არ იცის ვინ იყო და რას აკეტებდა იქ:) იმანაც აშკარად იგივე იფიქრა, რომ შემომხედა:) ხოდა რა გნებავთ, ვინმეს ეძებთო? ყოფილი მოჭადრაკე ვარ და მაინტერესებდა ბლიც-ტურნირები თუ ტარდება ხოლმე, გრიგოლეთში ვიქნები მთელი ზაფხული და გადმოვიდოდი სათამაშოდთქო. ხოდა აღმოჩნდა, რომ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment