დედა, მამა და მეგობრებო, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!:)
უპირველეს ყოვლისა წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სერიოზული გასოფლელების ტენდენციებს ვამჩნევ უკვე ჩემში და თუ რამე არც ისე გამართული ქართულით დავწერე, არ შეიმჩნიოთ და დიდსულოვნად მომიტევეთ:)
ე.ი. რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ბოლო პოსტის მერე: დილას ადრე გავედი გავედი, მძღოლს გადავუხადე და მოველაპარაკე, რომ სასტუმრომდე უნდა მივეყვანე და დამშვიდებულმა მოვიწყინე. შემდეგი სცენა- 5 საათია, ვიყურები ფანჯრიდან, კვლავ მოწყენილი და უკვე დაღლილიც და ვხედავ როგორ ჩავუარეთ "გადახაზულ" გრიგოლეთს... მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი ფრიად ნერვიული კაცი გახლდათ, გადავწყვიტე მაინც გამერისკა და მეკითხა- უკაცრავად, შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდათ გრიგოლეთში რომ უნდა მიმიყვანოთ მეთქი.. -რა გრიგოლეთი, მე ურეკი გავიგეო, შემომიბღვირა..(“ხომ არ გაჯრიალებს გამოხედვით”) ნუუ მესმის პრინციპში, ძალიან გავს და რთულია არ აგერიოს:D ხოდა ამხელა ბარგით (4 თვის მარაგი, ანუ მთელი ჩემი ოთახი მქონდა წაღებული) ასე ხომ არ ჩაგაგდებ მარშუტკიდანო (კეთილგანწყობა გამოიჩინა), ურეკში გაჩEრებაზე დაგტოვებ და ფოთის მარშუტკას გაყევი, ოღონდ ყურადღებით იყავი, არ გაცდე და ამჯერად ფოთში არ ამოყო თავიო.. (უკომენტაროდ:)) გავბრაზდი, მაგრამ გამახსენდა რომ სულ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი (ვიგაცების საყურადღებოდ:D) და გავანებე თავი, მაინც არაფერი ეშველებოდა. მერე ღიპიანი ტაქსის მძღოლი ბიძია შეეცადა ხუთმაგის გამოძალვას და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიე “ანდამატს”. ეზოში მდგომი შეფ-მზარეული ჯაააან nice აღმოჩნდა და ჩემი "ფინური კოტეჯი" სასტუმრომდე მიმაგორებინა,სადაც ნიაზი, მენეჯერი და დირექტორი მელოდნენ..
აღმოჩნდა, რომ სასტუმრო მართლა ძალიან საყვარელია. გარედან საკმაოდ დიდი ჩანს, მაგრამ სულ 33 ნომერია: 3 ლუქსი, 6 ნახევრად ლუქსი და 24 სტანდარტული ნომრისაგან შედგება (აქედან 1 მეპატრონეს აქვს მთელი წელი დაკეტილი, 1 დირექტორს და 1შიც მე და ჩემი მომავალი მენეჯერი ქალი დავსახლდით:)) ყველა ნომერს აქვს აივანი, რომელიც ქღვის მხარეს გადადის. კომპლექსის ტერიტორია 2,5 ჰა-ს შეადგენს. სასტუმროს აქვს საკონფერენციო დარბაზი, შემოსაქღვრული პლაჟი, საცურაო აუზი (
ჩვეულებრივი და საბავშვო), ჩოგბურთის კორტი, მაგიდის ტენისი, პლაჟის ფრენბურთი, წყლის ტრანსპორტი (სკუტერი, ბანანი და არ მახსოვს კიდევ რა:)), საბავშვო გასართობი მოედანი, ანიმატორები, დისკოთეკა, 2 ბარი, 2 რესტორანი, ბუნგალო ქღვის პირას და ა.შ და ა.შ.
მოკლედ დაგვირეკეთ და ახლავე შეგვიკვეთეთ ლუქსი სულ რაღა 500 ლარად, მხოლოდ ჩვენთან (გარანტირებულად:D)
ხოო ეს რაც შეეხებოდა სასტუმროს.. გადავდივარ staff-ზე.. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ თბილისიდან მხოლოდ მე, ნიაზი და დირექტორი ვართ, დანარჩენ Staff-ს ფოთის და გურიის “ნაშობა” შეადგენს:D აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს ფოთური, ან საუკეთესო შემთხვევაში გურული აქცენტით და ბოლოში ყველა სიტყვას უმატებენ “ი”-ს. ჩემმა მენეჯერმა, მაიკომ, რომელიც თუ არ ვცდები ბათუმელია, გაიგო თუ არა, რომ არა მწეველი ვარ პატივისცემის ნიშნად თავისი ნომერი გამიზიარა.. არა და გახსოვთ რა წიკებიანი ვიყავი?! პრინციპში რა დაგავიწყებთ:)) ახლა კი მაიკოსთან ერთადაც უპრობლემოდ ვცხოვრობ, საჯარო ჭურჭლითაც მშვენივრად ვიკვებები (დაჟე არც ვწმინდავ) და საერთოდ .. მალე თი არ წამიყვანთ აქედან ჩვეულებრივი გრუზინი გოგოშკა- ნანაი გავხდები:)) მომსახურებას ვერაფრით ვეგუები, შერატონის მერე ხომ იცით როგორც მაღიზიანებს საშინელი და უყურადღებო პერსონალი, თან აღმოჩნდა, რომ მენეჯმენტის გარდა, მთელი პერსონალის გაკონროლებაც ჩემს მოვალეობებში შედის, ეს კი ყველაზე რთულია- გააკონტროლო ხალხი, რომელიც უკონტროლოა და თან შენს ენაზე არ ლაპარაკობს, მითუმეტეს მასჰინ, როცა ასე მეზიზღება ბრძანებების გაცემა. საბედნიეროდ, როგორც ყოველთვის პერსონალის მოწიწება და სიყვარული დავიმსახურე და ცდილობენ მაქსიმალურად მასიამოვნონ, ვოოტ:D კიდევ შევიტყვე, რომ 2 დგეში ერთხელ კი ვმუშაობ, მაგრამ თურმე დილის 11-დან მეორე დილის 11მდე, მართალია სადღაც 2-დან 7-მდე შემიძლია დაძინება, მაგრამ მაინც.. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ჩამოსვლის მერე შევიტყვე, ჩემი პირველი მორიგეობის დღეს:D მოკლედ, როგორც ყოველთვის, გამოუსწორებელი ოპტიმიზმისდა გამო ფრუსტრირებული ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც სამსახურებრივ, ისე "წიკობრივ" დარგში, ძალიან კარგი გამოცდილება იქნება და არსადაც არ ვაპირებ გაქცევას. არა რაა, აშკარად მართლა დამღუპავს ეს ჩEმი ოპტიმიზმი:D ხო, კიდევ 1 უუუუდიდელი მინუსი- სასტუმროში არ გვაქვს ინტერნეტი, სასტუმროში კი არა, საერთოდ გრიგოლეთში.. რაღაც მომენტში შეიძლება ამაშიც დაინახო ადამიანმა რაღაც დადებითი, დავისვენებ ცოტას კომპიუტერისგან ოზონის ხვრელსაც დავაპატარავებ 3-4 თვით:D როცა ძალიან მოვიწყენ ფოთში გადმოვალ ხოლმე, უკვე აღმოვაჩინე 1 ნეტ კაფე საიდანაც ახლა ვპოსტავ. ამ დღეებში სურათებსაც გადავიღებ და დავდებ ბლოგზე, ჯერ ვერ მოვასწარი. ჩვენი (ადმინისტრაციის) კომპი სიმბოლურად იდგა და მხოლოდ კარტის სატამაშოდ გამოიყენებოდა, ხოდა გადავწყვიტე ცოტა გამეხალისებინა და ცწერ ნელნელა რაღაცებს, ოღინდ ნიაზის გარდა არავინ იცის ჯერ:) გუშინ ჩემი Canon-ის საინსტალაციო დისკებიც აღმოვაჩინე შემთხვევით ჩემს ჩემოდანში:))) ხოდა მივაინსტალირე ეგეც რომელიღაც ბნელ კუნჭულში, აქ მაინც არავის არაფერი გაეგება კომპის..:D ხოდა გადავიღებ ოდესმე სურათებს, შევყრი კომპში, გადმოვწერ usb-ზე და დავბლოგავ ფოთის რომელიმე ნეტ კაფიდან:D და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის მეგობრებო:D
უფრო ვრცლად მინდოდა დამეწერა, მაგრამ დღეს თანამშრომელს გადმოვყევი ფოთში და უკვე მომაკითხა ცავიდეთო:( ახლო მომავალში მარტო გადმოვალ ალბათ, უფრო დიდი ხნით, მომენატრა რაღაც დაკარგვა/თავგადასავლები:D
მოკლედ, დროებით ხალხ და ჩამოდიიიით რააა გრიგოლეთში:D
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
nanai:) kontaqtis pirobebze ratom arafers wer a? :)))"ozonis xvreli" da msgavsi ragaceebi ar gvinda raa :)) ukve martla sofleleli snobi xar faqtiurad :))
nana thx infoebistvis, magari qali da namdvili megobari xar :D
me minda ra chamosvlaaa... pirdapiri reisit parizi-grigoleti :))
mari, axali ambavi:D eg xom ici, jejerobit ver vascreb yvelafris daceras, xom ici
nino, madlobt, rom shemaxsene (qali rom var:D) chamo mere, am zafxuls:P
arada am saubrisas martla vis egona rom nino grigoletshi mogadgeboda, :))) saaaayvareli :)
ძველ პოსტებს გადავავლე თვალი და მეც მაგაზე მეცინებოდა ახლა.. მართლაც და რას წარმოვიდგენდი, რომ მართლა ჩამოვიდოდა:) ყველაზე მაგარი სიურპრიზი იყო მგონი ჩემს ცხოვრებაში სნიფფფ:)
Post a Comment