Thursday, April 26, 2007

და ისევ მე და ზღვა






არა და არასდროს არ მიყვარდა "ზაგარი"...:) მახსოვს ყოველთვის ვერიდებოდი მზეს და სულ ვფიქრობდი რა ნახა ამ ხალხმა, რატომ უჩნდებათ სურვილი, რომ მთელი დღეები ასეთ უხერხულ პოზებში იხრუკონ თავი მეთქი... შერატონმა მაინც თავის კვალი დატოვა ჩემზე, თუ გავიზარდე არ ვიცი, მაგრამ აშკარად ძალიან შევიცვალე, ვფიქრობ უკეთესობისკენ (ნუ აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა:) ) , მოკლედ მე და კატიამ გადავწყვიტეთ ისევ და ისევ ძალების აღდგენისთვის მოგვეხმარებინა მთელი დრო და როგორც მარი იტყოდა პენსიონერულად დაგვესვენა :) მისი დიდი პროტესტის მიუხედავად ჩემი და კატიას დღის განრიგი ასეთი იყო: 7:00- გარბენი სანაპიროზე, 7:30-შხაპი, 12-მდე "რუჯი", ლანჩი, შუადღის ძილი, 5ზე ისევ "რუჯი", საღამოს "კულტპახოდი" და 12ზე ძილი, რომ მეორე დღეს არ დაგვგვიანებოდა 8 საათიან ტალღაზე..:) ყოველ ღამე სცენები: მარი- ხალხო ძლივს გამოვაღწიე მშობლებს და ერთხელ მაინც წავიდეთ რა დისკოთეკაზე, სიმბოლურად მაინც, ზღვაზე ვართ ბოლოს და ბოლოს! მე და კატია- აუ კარგი რა მარი, რა დროს დისკოთეკაა, დავიღალეთ, გვეძინება და თან ხვალ 8 საათიან ტალღას უნდა მივუსწროთ:)) შედეგად- 2იოდ ჩახრჩობის მცდელობა, 1-2 ე.წ. პაემანი, 1-2 ღამე რომელიღაც ბუნგალოში (არ მახსოვს, მეძინა რომელიღაც ბოძს აყუდებულს) , 1-2 ლიტრა ლუდი დღეში, უპატრონოდ გარუჯვა და მარის ნევროზი...:) საერთო ჯამში კარგად დავისვენე, სიამოვნებით გავიმეორებდი:)

2 comments:

Anonymous said...

ratom ar unda menaxa es me?:)mgoni axali araferi, rac sheexeba wels isev pasiur dasvenebas, tanaxma var!!! siamovnebittt:)))

JustABlaBlaGirl said...

ხომ გასწავლე როგორ უნდა გექნა და რატომ ანონიმუსობ?:) წელს მე არ მინდა პენსიონერული დასვენება, მთელი რიგი გეგმები მაქვს ამ ზაფხულს განსახორციელებელი.. არა, ეგ არა,სხვა:D