Showing posts with label pics. Show all posts
Showing posts with label pics. Show all posts

Wednesday, October 10, 2007

Just...






Tuesday, September 25, 2007





სცენა, სადაც იმართებოდა ხოლმე ე.წ. შოუები დამსვენებელთა მონაწილეობით- "მის" და "მისტერ ანდამატი", "საუკეთესო წყვილი", "ქალები კაცების წინააღმდეგ" და ა.შ; საცურაო აუზი, სადაც ფრიად გასამართლებელი მიზეზების გამო ვერცერთხელ ვერ ჩავედი და ძალიან ბევრჯერ გადავრჩი ჩაგდებას:) გასართობი მოედანი ბავშვებისათვის; წყლიდან დანახული პლაჟი და უსაყვარლესი ბუნგალო, სადაც დასვენების დღეებს ლუდით ხელში ვატარებდი:D

Volver :)






ე.ი. მინდა გითხრათ, რომ როგორც იქნა ჩამოვბრძანდი ქალაააქში (კალაძისეული აქცენტით:)) რომ არა 1 მეგობართან დადებული ნაძლევი შეიძლება ცოტა ხნით კიდევ გადადებულიყო წამოსვლა, მაგრამ ნანა რისი ნანა იქნებოდა, რომ პრინციპებს არ აყოლოდა? მეგობრის სიტყვებმა- შენ ჯერ მაქედან ჩამომსვლელი არ ხარო, რამდენიმე საათში გადამაწყვეტინა წამოსვლა:) ბოლო წუთები, თუ საათები, სამახსოვრო საჩუქარი, თბილისში გამოცილება და ა.შ. და ა.შ. იმდენად გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა, რომ ჩემისთანა გულქვა ადამიანმაც კი გადმოყარა ცრემლები. ეტყობა ზღვაზე გატარებულმა ოთხმა თვემ მაინც დატოვა კვალი ჩემს ხასიათზე. ვერ ვიტან გამომშვიდობებას და მის თანმხლებ სენტიმენტალობას. ვფიქრობ ცხოვრებაში აღარ მეყოლება ისეთი ფანტასტიკური და კეთილგანწყობილი დირექტორი და ადამიანი, როგორიც ბატ ზვიადი იყო და ალბათ ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. ნებისმიერ შემთხვევაში ამის გამო იქ ვერ "გადავცხოვრდებოდი", ასე რომ მორჩა საზიზღარი ნოსტალგია. მე ისევ ის გულქვა ადამიანი ვარ:D

ვდებ მხოლოდ "ანდამატის" ძალიან ძალიან ბევრ სურათებს. მე რაღაც ვერ მოვახერხე კადრში მოხვედრა:)

Thursday, April 26, 2007

და ისევ მე და ზღვა






არა და არასდროს არ მიყვარდა "ზაგარი"...:) მახსოვს ყოველთვის ვერიდებოდი მზეს და სულ ვფიქრობდი რა ნახა ამ ხალხმა, რატომ უჩნდებათ სურვილი, რომ მთელი დღეები ასეთ უხერხულ პოზებში იხრუკონ თავი მეთქი... შერატონმა მაინც თავის კვალი დატოვა ჩემზე, თუ გავიზარდე არ ვიცი, მაგრამ აშკარად ძალიან შევიცვალე, ვფიქრობ უკეთესობისკენ (ნუ აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა:) ) , მოკლედ მე და კატიამ გადავწყვიტეთ ისევ და ისევ ძალების აღდგენისთვის მოგვეხმარებინა მთელი დრო და როგორც მარი იტყოდა პენსიონერულად დაგვესვენა :) მისი დიდი პროტესტის მიუხედავად ჩემი და კატიას დღის განრიგი ასეთი იყო: 7:00- გარბენი სანაპიროზე, 7:30-შხაპი, 12-მდე "რუჯი", ლანჩი, შუადღის ძილი, 5ზე ისევ "რუჯი", საღამოს "კულტპახოდი" და 12ზე ძილი, რომ მეორე დღეს არ დაგვგვიანებოდა 8 საათიან ტალღაზე..:) ყოველ ღამე სცენები: მარი- ხალხო ძლივს გამოვაღწიე მშობლებს და ერთხელ მაინც წავიდეთ რა დისკოთეკაზე, სიმბოლურად მაინც, ზღვაზე ვართ ბოლოს და ბოლოს! მე და კატია- აუ კარგი რა მარი, რა დროს დისკოთეკაა, დავიღალეთ, გვეძინება და თან ხვალ 8 საათიან ტალღას უნდა მივუსწროთ:)) შედეგად- 2იოდ ჩახრჩობის მცდელობა, 1-2 ე.წ. პაემანი, 1-2 ღამე რომელიღაც ბუნგალოში (არ მახსოვს, მეძინა რომელიღაც ბოძს აყუდებულს) , 1-2 ლიტრა ლუდი დღეში, უპატრონოდ გარუჯვა და მარის ნევროზი...:) საერთო ჯამში კარგად დავისვენე, სიამოვნებით გავიმეორებდი:)

Wednesday, April 25, 2007

და მე და ზღვა






როგორც იქნა დავამთხვიეთ 2 დასვენების დღე ყველამ ერთად და იქიდან გამომდინარე რომ ასეთი რამ 2 წლის მანძილზე პირველად მოხდა გადავწყვიტეთ ზღვაზე წავსულიყავით, მერე რა რომ მხოლოდ 2 დღე გვქონდა და ჯერ არც სეზონი იყო დაწყებული და არც ბუნგალოები იყო გახსნილი (და საერთოდ აშენებულიც კი) და მერე რა რომ როგორც შემდეგ გაირკვა არც სხვა დამსვენებელი ჭაჭანებდა მთელს ქობულეთში.. ჩვენ ხომ ზუსტად ასეთი დასვენება გვინდოდა, არავითარი ზედმეტი ხალხი, მხოლოდ ჩვენ, ზღვა, და ცოტა რბილი ქვები დასაძინებლად....:)
სამსახურიდან ადრე გამოვიპარე და მთელი 1 დღის დასაზოგად ღამის მატარებლით წავედით. ჩავედით თუ არა გაწვიმდა, მაგრამ დასვენებას მონატრებულები მაინც ეგრევე ზღვაზე გავედით, კატია საცურაოდ, მე არ ვიცი რისთვის, როგორც ჩანს დასაძინებლად:) პირველად ვნახე ასეთი პლაჟი ქობულეთში, არავითარი სიმინდის და მზესუმზირის ნარჩენები და საოცრად ძილის მომგვრელი ქვები:) მთელი დღე ბომჟივით მეძინა პლაჟზე, მოგვიანებით კატიაც შემომიერთდა... და ასე დავისვენეთ 2 დღე :) როგორც სურათიდან ჩანს მეორე დღეს მზე გამოსულა და საშინლად დავიწვით ტანსაცმლის ფორმაზე.... :)

Wednesday, April 18, 2007

თეკლა და ზღვა..:)





ისე მოხდა რომ წელს პირველად იყო ზღვაზე :)) გაგიჟდა და გაგვაგიჟა.. ისე მაინც კარგი ზაფხული იყო :)

თეკლა..:)





უკვე დიდი გოგოა, 8 მაისს მთელი 4 წელი უსრულდება :))

Tuesday, April 3, 2007

უბრალოდ საყვარელი პინგვინი:)



რამდენიმე დღის წინ ვიპოვე ეს პინგვინი ერთ საინტერესო ბლოგზე, ჯერჯერობით არ ვიცი როგორ ხდება ლინკების მითითება და თავს შევიკავებ :)

გუდაური..





სრულიად შემთხვევით ამოვყავი თავი მაგთის კონკურსზე გუდაურში, ძალიან მომეწონა.
არა და რა საოცარია, ჩემი ნიჭის პატრონი (თხილამურებით სრიალში) როგორ არ ვიყავი აქამდე ნამყოფი..:) ამჯერად ყველაფერმა თხილამურებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა..
გადავწყვიტე წელს ძალიან მაგრად თუ არა ისე მაინც ვისწავლო ცურვა და თხილამურებზე დგომა, მომბეზრდა უკვე პენსიონერული დასვენება.. :)

ე.წ. ძველით ახალი წელი ბაკურიანში..






როგორც იქნა აგვიხდა "ოცნება" და ახალ წელს ბაკურიანში შევხვდით, მართალია "ძველით ახალ წელს" მაგრამ მაინც...
თამუნამ როგორ ყოველთვის იზრუნა ჩვენი ოთახის დეკორაციაზე და თბილისდან ნაძვის ხეც კი წამოიღო..:)
სიმბოლური საახალწლო სუფრაა, უზარმაზარი შამპანური, 2 ლარიანი საჩუქრები, ბუხრიანი სახლი (თამუნა!!:)) და "საანგელოზჩიკე" თოვლი.. სხვა რა შეიძლება ინატროს ადამიანმა ახალი წლის ღამეს?! :)

მე


cheek to cheek..:))