ამ ბოლო დროს ვაფიქსირებ, რომ ბევრი რამ მიშლის ნერვებს, თან მგონი არც თუ ისე საფუძვლიანად:D გადავწყვიტე შემედგინა იმ ყველაფრის სია, რაც მაღიზიანებს.. თუ არ მიშველის იქნებ სხვებმა მაინც გაითვალისწინონ:D მაშ ასე
ვერ ვიტან:
როდესაც უტაქტო შენიშვნებს მაძლევენ
როცა ცუდად ვარ და არ "მიყვავებენ" :D
სიტყვას- თავხედი, მიმართვას- ძვირფასო
როცა დილის 7 საათზე დაწოლილს, იმავე დილას, მაღვიძებენ სრულიად უაზრო კითხვებით
უსამართლო კრიტიკას
"თვალის პაჭუნს" (ჩათში განსაკუთრებით)
უტვინო, გაუნათლებელ, შეუგნებელ, უზრდელ, უტაქტო და საშინლად ჯიუტ ხალხს
უსამართლობას
უყურადღებობას
სერიოზულ ტყუილს
ჩემი ქულერის ხმას:D
სასვენ ნიშნებს რომ არ ხმარობენ საერთოდ და 2 საათი რომ ცდილობ გარკვევას რა იგულისხმა
როცა ადამიანს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა რამე ჭირდება ჩემგან
როცა ჩემს ოთახში შემოდის ვინმე, მე არ ვარ და მერე გადაადგილებული მხვდება რამე (განსაკუთრებით ფანჯარას თუ მიღებენ)
როცა სველ კოვზს შაქარში, ან ყავაში ყოფენ:D
საკუთარ თავში უაღრესად დარწმუნებულ ქალებს (კაცები, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს მომწონს მგონი:D) რაგაცას რომ შეუსწორებ და მაინც თავისას რომ "აწვებიან" და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, მართლა რომ ჯერათ ამის:D
ხალხს, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს
როცა რაღაცის ატანა მიწევს:D
ხალხს, რომელმაც ყველაფერი ზუსტად იცის ამ ცხოვრებაში
როცა ჩათში მისვამენ მსგავს ბანალურ კითხვებს- რას საქმანობ? რას შვრები? სხვა?
სახლში- ვინ იყო/რა უნდოდა? (ტელ-ის აღების, ან კარის გაღების შემდეგ), სად მიდიხარ/რომელზე მოხვალ? (გასვლისას)- კითხვებს, რომლებიც ძალიან მომაბეზრებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩემი დამოუკიდებლობისკენ უსაზღვრო სწრაფვას ერთგვარად შეურაცხოფას აყენებს და ეჭვქვეშ აგდებს:D (არ მკითხოთ რა მოვაბოდიალე:))
ზოგადად- ხომ არ გათხოვილხარ? არა? და არც აპირებ? რატომ?:D
და საერთოდ.. ზედმეტ კითხვებს
რომ ვერ ვწყვიტავ რას ვაპირებ, მივდივარ, თუ ვრჩები და თუ ვრჩები რას ვაპირებ:)
როცა რაღაცას მაძალებენ და მე ვირზე ვჯდები და მაინც აგრძელებენ ხვეწნას, არა და ზუსტად ვიცი, რომ არ შევიცვლი აზრს რაც არ უნდა იყოს (ამაზე ცალკე მეშლება ნერვები:))
და ბოლოს... ხალხს, რომელიც ყველაფერს აპრობლემებს და ყველაფერზე ნერვები ეშლება:D
p.s. ექვემდებარება update-ს..:D
p.p.s. შეგიძლიათ თქვენც შემატყობინოთ კომენტებში, რას ვერ იტანთ