დღეს საშინელ ხასიათზე ვიყავი, ისევ გამაღვიძეს დილას, ისევ 7ზე დაწოლილი და ისევ უაზრო კითხვებით/თხოვნებით, სახლში რომ დავბრუნდი ფანჯარა ისევ ღია დამხვდა.. ღრრ:)
საღამოს ყოფილმა თანამშრომლებმა დამირეკეს, "კალაში" ვართ და ჩამოდი თუ გცალიაო, მომეჩვენა რომ მომენატრნენ და ჩავედი, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ შევცდი და გადავწყვიტე ლუდი დამელია და ასე მაინც მეიძულებინა თავი რომ ცოტაოდენი სითბო გამომეხატა:D როგორც ჩანს ზედმეტი მომივიდა.. ბოლოს იმით დამთავრდა რომ ვუჭედავდი- ამოდით ჩემთან, რამდენი ხანია არ მინახიხართ მეთქი:))
ჩემს "ძვირფას მეგობარზე", სკარბრა-ჯონზე, ახალი დეტალები შევიტყვე ანუშკასგან.. კიდევ ერთხელ დამწყდა გული:( (ისე ამ ბოლო დროს ცოლ-შვილის "დამალვის" სერიოზულ ტენდენციებს ვამჩნევ ჩემს სანაცნობოში:)) არა და არ შემიძლია რომ არ ვენდო ყველას, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, არა, ოპტიმისტი კი არა მგონი სრული იდიოტი ქვია ამას უფრო ზუსტად:D
მოკლედ, ამ ყველაფერთან რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ გადავწყვიტე ცხოვრების რიტმი შევცვალო, პრინციპში ცხოვრების კი არა და ძილის, მინდოდა მეთქვა:) დილას უნდა ვირბინო ხოლმე (ვიცი რომ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი უკვე:)) ჩემ ბიძაშვილთან ერთად ვცადე ერთხელ და ისეთი მარბენინა, რომ ვეღარ ამოვდიოდი სანაპიროდან (სირბილზე აღარ იყო ლაპარაკი), ასე რომ ვეძებ ახალ პარტნიორს, ან სულაც ადამიანს, რომელიც ახალ Ipod nano-ს მაჩუქებს, ოღონდ იმას, ძალიან მაგარი წითელი და special edition რომაა:))
p.s. კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ მალე ჩემი დაბ დღე მოდის:D
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment