ამ ბოლო დროს ვაფიქსირებ, რომ ბევრი რამ მიშლის ნერვებს, თან მგონი არც თუ ისე საფუძვლიანად:D გადავწყვიტე შემედგინა იმ ყველაფრის სია, რაც მაღიზიანებს.. თუ არ მიშველის იქნებ სხვებმა მაინც გაითვალისწინონ:D მაშ ასე
ვერ ვიტან:
როდესაც უტაქტო შენიშვნებს მაძლევენ
როცა ცუდად ვარ და არ "მიყვავებენ" :D
სიტყვას- თავხედი, მიმართვას- ძვირფასო
როცა დილის 7 საათზე დაწოლილს, იმავე დილას, მაღვიძებენ სრულიად უაზრო კითხვებით
უსამართლო კრიტიკას
"თვალის პაჭუნს" (ჩათში განსაკუთრებით)
უტვინო, გაუნათლებელ, შეუგნებელ, უზრდელ, უტაქტო და საშინლად ჯიუტ ხალხს
უსამართლობას
უყურადღებობას
სერიოზულ ტყუილს
ჩემი ქულერის ხმას:D
სასვენ ნიშნებს რომ არ ხმარობენ საერთოდ და 2 საათი რომ ცდილობ გარკვევას რა იგულისხმა
როცა ადამიანს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა რამე ჭირდება ჩემგან
როცა ჩემს ოთახში შემოდის ვინმე, მე არ ვარ და მერე გადაადგილებული მხვდება რამე (განსაკუთრებით ფანჯარას თუ მიღებენ)
როცა სველ კოვზს შაქარში, ან ყავაში ყოფენ:D
საკუთარ თავში უაღრესად დარწმუნებულ ქალებს (კაცები, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს მომწონს მგონი:D) რაგაცას რომ შეუსწორებ და მაინც თავისას რომ "აწვებიან" და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, მართლა რომ ჯერათ ამის:D
ხალხს, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს
როცა რაღაცის ატანა მიწევს:D
ხალხს, რომელმაც ყველაფერი ზუსტად იცის ამ ცხოვრებაში
როცა ჩათში მისვამენ მსგავს ბანალურ კითხვებს- რას საქმანობ? რას შვრები? სხვა?
სახლში- ვინ იყო/რა უნდოდა? (ტელ-ის აღების, ან კარის გაღების შემდეგ), სად მიდიხარ/რომელზე მოხვალ? (გასვლისას)- კითხვებს, რომლებიც ძალიან მომაბეზრებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩემი დამოუკიდებლობისკენ უსაზღვრო სწრაფვას ერთგვარად შეურაცხოფას აყენებს და ეჭვქვეშ აგდებს:D (არ მკითხოთ რა მოვაბოდიალე:))
ზოგადად- ხომ არ გათხოვილხარ? არა? და არც აპირებ? რატომ?:D
და საერთოდ.. ზედმეტ კითხვებს
რომ ვერ ვწყვიტავ რას ვაპირებ, მივდივარ, თუ ვრჩები და თუ ვრჩები რას ვაპირებ:)
როცა რაღაცას მაძალებენ და მე ვირზე ვჯდები და მაინც აგრძელებენ ხვეწნას, არა და ზუსტად ვიცი, რომ არ შევიცვლი აზრს რაც არ უნდა იყოს (ამაზე ცალკე მეშლება ნერვები:))
და ბოლოს... ხალხს, რომელიც ყველაფერს აპრობლემებს და ყველაფერზე ნერვები ეშლება:D
p.s. ექვემდებარება update-ს..:D
p.p.s. შეგიძლიათ თქვენც შემატყობინოთ კომენტებში, რას ვერ იტანთ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
13 comments:
nanacka ra "auteneli" adamiani xar raa :)))
მეც ძალიან მიყვარხააარ:)))
vici :))
ბეეეე:)))
dzlivs ar gamomityda siyvarulshi?!:)))) gamomityda da mere daimorcxva :))))
ხომ იცი რა მორცხვი ვარ:)))
ra gaxda es panjara, nino deidac ro magaze cucunebda:)) P.s.imedia ar mixval da ar etyvi ra gacucunebs xalxtano:D
ჰამ? დედაჩემმა რამე თქვა ფანჯარაზე?:D
ვერ ვიტან ზაფხულში, ქუჩაში ძირს დაგდებულ, ნახევრად დამდნარ და დნობად ნაყინს.... (განსაკუთრებით ვარდისფერს:))
teo, da sxva yvelafers itan?:D
არა, ნანა:) კიდევ არ მიყვარს ზაფხულში გოგოებს ჩექმები რომ აცვიათ... ნუ, თავისთავად ჩექმები არ არის ცუდი... ზამთარში:) მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა ჩაიცვა 35 გრადუს სიცხეში. ნუთუ ასეთი ლამაზია???
To be continued...
update: ვერ ვიტან იდიოტ კოლექტივს, და იმას რომ რამდენიც არ უნდა იცვალო სამსახური მაინც მასეთ ხალხში ხვდები და მაინც მასეთებთან გიწევს მუშაობა
არა, ეს სულ არ ნიშნავს იმას რომ ახალ სამსახურში სულ ასეთი ხალხია:D
Post a Comment