Wednesday, May 9, 2007
Richard Galliano Septet თბილისში
რიშარ გალიანო 1950 წელს, ქალაქ კანში დაიბადა. ფორტეპიანოსა და აკორდეონზე დაკვრას მამა, ასევე ცნობილი აკორდეონისტი ლუსიენ გალიანო ასწავლიდა. ოჯახში მიღებული მუსიკალური განათლების შემდეგ სწავლა ნიცის უნივერსიტეტში განაგრძო. სწორედ აქ გაიცნო თავისი პირველი მაესტრო, ცნობილი ორღანისტი პიერ კოჩერო.
1983 წელი გალიანოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა- ასტორ პიაცოლამ იგი Comedie Francaise-ში მიიწვია ჟორჟ ლაველის მიერ დადგმული უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" სოლო აკომპანიმენტის ბანდონეონზე შასასრულებლად. ამ მიპატიჯებამ სათავე დაუდო მათ ხანგძლივ მეგობრობას, რომელიც პიაცოლას გარდაცვალებამდე გაგრძელდა.
გალიანო თბილისში ფრანგულ სეპტეტთან ერთად ჩამოვიდა: მევიოლინეები- ალექს კარდენასი და სებასტიან სირელი, ალტისტი- ჟან-მარკ აპაპი, ჩელისტი ერიკ-მარია კუტურიერი, პიანისტი ერვე სელინი და კონტრაბასისტი ფილიპ არტსი. სწორედ ამ შემადგენლობასთან ერთად გადაწყვიტა გალიანომ ასტორ პიაცოლასადმი პატივის მიგება და თავისი და მისი ნაწარმოებების შესრულება.
ერთმა აღფრთოვანებულმა მაყურებელ-მსმენელმა კი ბენუარის ლოჟიდან (თუ ბელეტაჟიდან)გადაწყვიტა მათთვის პატივის მიგება და კონცერტის მსვლელობის დროს გაურკვეველი წარმოშობის ყვავილები გადმოყარა, რა საკვირველია კეთილი ნებისა და აღფრთოვანების გამოსახატად, რომელიც" სრულიად შემთხვევით" სეპტეტის მევიოლინეების თავებზე გადანაწილდა და მთელი კონცერტი დაშლილი დეკორაციის ფუნქციას ითავსებდა. საბედნიეროდ ჩემთვის გაურკვეველი (და შეუგნებელი:D) მიზეზების გამო მევიოლინეებმა არაფერი შეიმჩნიეს და აუღელვებელი, ღიმილნარევი სახეებით განაგრძეს დაკვრა.
კონცერტის ბოლოს ატყდა სიმბოლური "ბის" და ამბავი და ისინიც "სრულიად მოულოდნელად" გამოვიდნენ და სა-ბის-ედ მომზადებული ტანგო დაუკრეს; ისევ "მქუხარე" აპლოდისმენტები, ისევ გულის ამაჩუყებელი გასვლა კულისებში.. ხალხმა დაშლა დაიწყო, ისინი კი აშკარად კიდევ ერთ ბის-ს ელოდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ თუ დროზე არ გამოვიდოდნენ წყალში ჩაეყრებოდათ საგანგებოდ მომზადებული თბილისო....
საერთო ჯამში კონცერტმა კარგად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ვისიამოვნე მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში პირველად ვიდექი ქუსლებზე და ძლივს ვიჯექი (ფეხზე დგომაზე და სიარულზე საერთოდ არაა ლაპარაკი:D) ალბათ იმიტომ რომ მომწონს მისი სტილი (არა რა, რკინის ლოგიკა მაქვს აშკარად:D)
საღამო, როგორც საერთოდ ჩემს ცხოვრებაში ხდება ხოლმე, დამთავრდა ბარში.. და მერე.. სხვა ბარში:D
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment